https://exportcontrol.mod.gov.ge/source/def-image.png

ვებგვერდი, 06/08/2020

სარეგისტრაციო კოდი      

120260010.22.026.016810

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №68

2020 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულება.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანება.

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს,  კომისიის  გადაწყვეტილების  მიღების პროცედურებს (მათ შორის: ვადები, გაუქმების და შეჩერების საფუძვლები, წარსადგენი დოკუმენტაცია), აგრეთვე კომისიასთან არსებული შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას.

2. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

3. კომისიას აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ბლანკი.

4. კომისიის მისამართია: საქართველო, თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20.

 

მუხლი 2. ტერმინები

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი პირი (გარდა რეკომენდაციის მაძიებლისა და მფლობელისა, აგრეთვე ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებლისა და მფლობელისა), რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (მიუხედავად სახელდებისა) და ქმედება;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მაძიებელი;

გ) ლიცენზიის მფლობელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელი;

დ) ნებართვის მაძიებელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელი;

ე) ნებართვის მფლობელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელი;

ვ) რეკომენდაციის მაძიებელი – პირი, რომელიც შეიძლება იყოს ლიცენზიის, აგრეთვე ნებართვის მაძიებელი;

ზ) რეკომენდაციის მფლობელი – პირი, რომელიც ფლობს ამ დებულებით განსაზღვრულ რეკომენდაციას;

თ) სამუშაო დღე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო დღე.

 

მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება ექვსი წევრისგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსს.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისიის თავმჯდომარე  წარმართავს კომისიის საქმიანობას.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის დავალებებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –  კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს.

5. კომისიის  მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას;

ბ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს დღის წესრიგის პროექტს;

გ) განცხადებას აგზავნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ანდა უბრუნებს განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კომისიის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება;

დ) იღებს გადაწყვეტილებას ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე.

6. კომისიის წევრი:

ა) უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია, დოკუმენტაცია დღის წესრიგში შეტანილ საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხის განხილვის გადადება;

გ) ვალდებულია  მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს ხმის მიცემით (ვეთანხმები, არ ვეთანხმები).

 

თავი II

ადმინისტრაციული წარმოება

 

მუხლი 4.  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი

1. „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია რეკომენდაციის მაძიებლის განცხადება (დანართი №1).

2. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია რეკომენდაციის მაძიებლის განცხადება (დანართი №1).

3. „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი მოადგილის გადაწყვეტილება, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ან მისი უფლებამონაცვლის განცხადება (დანართი №1).

4. ადმინისტრაციული წარმოების (გარდა რეკომენდაციის მიღებისა) დაწყების სხვა საფუძვლებს შეიძლება წარმოადგენდეს:

ა) კომისიის გადაწყვეტილება;

ბ) შესაბამისი რეკომენდაციის მფლობელის, აგრეთვე ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებლის ანდა მფლობელის განცხადება;

გ) დაინტერესებული პირის განცხადება.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტროს განცხადებასთან ერთად წარედგინება ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

6.  განცხადება და დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე.

7. განმცხადებელი პასუხისმგებელია წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების სისწორეზე და უტყუარობაზე.

 

მუხლი 5.  დოკუმენტაციის (ინფორმაციის) წარდგენა

1. ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს წარედგინება განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს მისი განხილვისთვის საჭირო, ამ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (ინფორმაცია).

2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, აგრეთვე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 და 9​3 მუხლებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 ანდა მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

4. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის  №372 დადგენილებით, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

5. განმცხადებელი ვალდებულია, კომისიის მდივნის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს რეკომენდაციის და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინფორმაცია).

6. განმცხადებელი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი (გარდა ამ მუხლის პირველი – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული) დოკუმენტი (ინფორმაცია), რომელიც მისი შეხედულებით საჭიროა კომისიის მიერ რეკომენდაციისა და  გადაწყვეტილების მისაღებად.

 

მუხლი 6.  ვადა ადმინისტრაციულ წარმოებაში

1. ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის ან კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მეორე დღიდან.

2. კომისიის გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, რომელიც აითვლება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღიდან. ამ ვადაში არ შედის ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების პერიოდი.

3. ადმინისტრაციულ წარმოებაში თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

4.  კომისიის ანდა კომისიის მდივნის განსაზღვრული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ შესაბამისი პირისთვის მოთხოვნის შემცველი წერილობითი დოკუმენტის ჩაბარების დღიდან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა უნდა აღდგეს, თუ შესაბამისმა პირმა ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

6. შესაბამისი პირი გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს კომისიას ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 7 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები (ინფორმაცია), რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.

7. კომისია გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს 5 დღის ვადაში.

8. კომისია უფლებამოსილია აღადგინოს საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა, თუ ეს ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

 

მუხლი 7. დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა

1. კომისიის მდივანი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-4, მე-5 მუხლებით, აგრეთვე მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. განცხადების, დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და მათი კომისიაში წარდგენისათვის, დამატებითი დოკუმენტების (ინფორმაციის) კომისიაში წარდგენისათვის,  ხარვეზის შევსებისთვის, აგრეთვე წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით, კომისიის მდივანი განმცხადებელს წერილობით განუსაზღვრავს 5-დან – 30 სამუშაო დღემდე ვადას.

3. ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის (ინფორმაციის) წარდგენისთანავე.

4. ადმინისტრაციული წარმოების ვადა ითვლება შეჩერებულად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ანდა ამ ვადის განახლებამდე.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც კომისიის მდივნის მიერ ეცნობება განმცხადებელს.

 

მუხლი 8. წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში

1. განმცხადებელს აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით.

2. კომისია ადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.

3. განმცხადებელი ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, თუ მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილი ანდა ადგილსამყოფელი საქართველოში.

 

მუხლი 9. ადმინისტრაციული წარმოების ხარჯების ანაზღაურება

განმცხადებელი თვითონ აანაზღაურებს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ, მის მიერ, მისივე ინიციატივით ან მის სასარგებლოდ გაწეულ ხარჯებს.

 

მუხლი 10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა

1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული პირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილება.

 

მუხლი 11. განმცხადებლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში

კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს ლიცენზიის და ნებართვის მფლობელს, რეკომენდაციის მფლობელს, დაინტერესებულ მხარეს, თუ შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

მუხლი 12. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

1. კომისია და სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და რეკომენდაცია/გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, რეკომენდაციის ანდა გადაწყვეტილების გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებითი გამოკვლევის ფარგლებს განსაზღვრავს კომისია, რომელიც უფლებამოსილია საკითხი დამატებითი გამოკვლევისთვის დაუბრუნოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტს.

4. განმცხადებელი, დაინტერესებული პირი, მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტს, აგრეთვე კომისიას მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5.კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სამართლებრივად დასაბუთებული რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების პროექტი, ხოლო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში – ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული განმარტებითი ბარათის პროექტი (დანართი №2).

6. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა დაწესებულებებიდან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) განმარტება მოთხოვოს განმცხადებელს, ექსპერტს, მოწმეს;     

გ) გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები.

 

მუხლი 13. რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიიღება:

ა)  კომისიის სხდომაზე;

ბ) კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) კომისიის სხდომას ხსნის და დღის წესრიგის შესაბამისად წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა წრეს (განმცხადებელი, ექსპერტი და სხვა) განსაზღვრავს კომისია;

გ) კომისია უფლებამოსილია  მიიღოს რეკომენდაცია და გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება 4 წევრი მაინც, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას და კომისიის მდივანი;

დ) კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა (მათ, შორის კომისიის თავმჯდომარე) ნახევარზე მეტი;

ე) კომისიის წევრი ეთანხმება ან არ ეთანხმება რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების პროექტს ანდა  ითხოვს საკითხის დამატებითი შესწავლისათვის (შესაბამისი მითითებებით) დაბრუნებას ანდა  საკითხის განხილვის გადადებას;

ვ) კომისიის  ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ვ.ა)  კომისიის დასახელება;

ვ.ბ)  სხდომის დრო და ადგილი;

ვ.გ)  სხდომაზე დამსწრე წევრების ვინაობა;

ვ.დ) დღის წესრიგი;

ვ.ე)  კენჭისყრის შედეგები;

ვ.ვ)  მიღებული რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების შინაარსი;

ზ)  სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი;

თ) კომისიის სხდომები დახურულია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების მიღებისას:

ა) კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“, „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები;

ბ) კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ  პროექტს მხარს დაუჭერს (ეთანხმება) კომისიის წევრთა (მათ შორის კომისიის თავმჯდომარე) ნახევარზე მეტი.

4. რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით ან ელექტრონულად, სამინისტროში დადგენილი ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად.

 

მუხლი 14. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი

1. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს გადაწყვეტილება რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ,  განმეორებით შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილების გამოცემას, შეიცვალა, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

3. განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

 

თავი III

კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება

 

მუხლი 15. რეკომენდაციის და გადაწყვეტილების რეკვიზიტები

1. კომისიის რეკომენდაცია, აგრეთვე გადაწყვეტილება წარმოადგენს კომისიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. რეკომენდაცია და გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს.

3. რეკომენდაციაში და გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს რეკომენდაცია და გადაწყვეტილება.

4. რეკომენდაციაში უნდა მიეთითოს:

ა) რეკომენდაციის მაძიებლის ვინაობა;

ბ) რეკომენდაციის მოქმედების ვადა;

გ) გასაცემი ლიცენზიისა და ნებართვის დასახელება;

დ) ნებართვას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა, მათი რაოდენობა ან მოცულობა,  დასახელება ან მახასიათებლები.

 

მუხლი 16.  რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

1.  რეკომენდაცია და გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

2. რეკომენდაცია და გადაწყვეტილება განმცხადებელს გადაეცემა განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

3. რეკომენდაციის მოქმედების ვადაა 12 თვე, რომელშიც არ შედის რეკომენდაციის შეჩერების პერიოდი.

 

მუხლი 17. რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება

1. რეკომენდაციის ანდა მისი ნაწილის მოქმედება ჩერდება:

ა) რეკომენდაციის მფლობელის, ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებლის ანდა მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ამ რეკომენდაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ დებულების მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეკომენდაციის ანდა მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები.

 

მუხლი 18. რეკომენდაციის და გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

1. რეკომენდაცია ან გადაწყვეტილება (ან მისი ნაწილი) ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად (ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება) დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის ამ დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას ბათილად ცნობს მისი გამომცემი ან სასამართლო, რომელმაც შესაძლებელია განსაზღვროს მისი მოქმედების შეწყვეტა:

ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;

გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

 

მუხლი 19. რეკომენდაციის და გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება

1. რეკომენდაციის და გადაწყვეტილების გამომცემი ანდა სასამართლო უფლებამოსილია, რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი წესით,  ძალადაკარგულად გამოაცხადოს რეკომენდაცია და გადაწყვეტილება (ან მისი ნაწილი), თუ:

ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

გ) არ შესრულდა ამ აქტებით განსაზღვრული ვალდებულება;

დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც კომისიას ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც კომისიას ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

2. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება. ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

 

მუხლი 20. რეკომენდაციის და გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება

1. რეკომენდაცია და გადაწყვეტილება გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

2. რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას არარად აღიარებს მისი გამომცემი ორგანო ან სასამართლო.

 

თავი IV

ექსპერტთა ჯგუფი

 

მუხლი 21. ექსპერტთა ჯგუფი

1. კომისიის ან/და კომისიის მდივნის გადაწყვეტილებით (საჭიროებას განსაზღვრავს კომისია ან/და კომისიის მდივანი) რეკომენდაციის ქვემდებარე საკითხი განსახილველად შეიძლება წარედგინოს ექსპერტთა ჯგუფს.

2. ექსპერტთა ჯგუფი, მის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიას წარუდგენს დასკვნას ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

3. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას წარმართავს კომისიის მდივანი.

 

მუხლი 22. ექსპერტთა ჯგუფის წევრები

1. ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

ა) ჯგუფის ხელმძღვანელი – კომისიის მდივანი;

ბ) ჯგუფის მდივანი – სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოსამსახურე;

გ) ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობას იღებს ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების კომპეტენციის ფარგლებში (რომელი დაწესებულებიდანაც არის წარმოდგენილი) აფასებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

3. ექსპერტთა ჯგუფის წევრი:

ა) უფლებამოსილია წარადგინოს დასკვნის პროექტი;

ბ) უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ექსპერტთა ჯგუფის წინაშე დასმულ საკითხზე;

გ) უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხის განხილვის გადადება;

დ) ვალდებულია  მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს ხმის მიცემით (ვეთანხმები, არ ვეთანხმები).

4. ექსპერტთა ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ ექსპერტთა ჯგუფის სხდომას ესწრება ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი.

5. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება (მათ შორის, დასკვნა)  მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმის არსებობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

6. ექსპერტთა ჯგუფის სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ჯგუფის ყველა წევრი, მათი პოზიციის გათვალისწინებით.

 

 

დანართი №1

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია

 

განმცხადებელი:

სახელი, გვარი / დასახელება

რეგისტრაციის ადგილი

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი / ადგილსამყოფელი 

პირადი ნომერი /  საიდენტიფიკაციო ნომერი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვებგვერდი

ელექტრონული ფოსტა

ტელეფონი

 

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი:

 

სახელი, გვარი / დასახელება

რეგისტრაციის ადგილი

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი / ადგილსამყოფელი

პირადი ნომერი / საიდენტიფიკაციო ნომერი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვებგვერდი

ელექტრონული ფოსტა

ტელეფონი

 

 

განცხადება

​(რეკომენდაციის გაცემის თაობაზე)

 

□ პირველადი განცხადება

□ დამატებითი განცხადება

 

​                  მონიშნეთ შესაბამისი ოთხკუთხედი ველი.

 

წერილის № _________  გაცემის თარიღი _________

​წერილის რეკვიზიტები, რომლის საპასუხოდაც არის წარმოდგენილი დამატებითი განცხადება.

 

გთხოვთ, გასცეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

1. რეკომენდაცია მესაჭიროება შემდეგი სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად

 

1.1

   □

სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია

1.2

   □

სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია

1.3

   □

სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია

1.4

   □

სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია

1.5

   □

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია

1.6

   □

სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზია

1.7

   □

სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია

მონიშნეთ შესაბამისი ლიცენზიის დასახელების წინა გრაფაში მდებარე ოთხკუთხედი ველი.

 

2. რეკომენდაცია მესაჭიროება შემდეგი სანებართვო ქმედების განსახორციელებლად:

2.1

   □

სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა

2.2

   □

სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.

2.3

   □

სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

2.4

   □

სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა

2.5

   □

სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა

2.6

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა

2.7

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

2.8

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

2.9

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა

2.10

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა

2.11

   □

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

​მონიშნეთ შესაბამისი ნებართვის დასახელების წინა გრაფაში მდებარე ოთხკუთხედი ველი.

 

3. სანებართვო ქმედებას დაქვემდებარებული:

3.1.სამხედრო პროდუქცია:

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა / მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

​შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

 

3.2. ორმაგი დანიშნულების პროდუქცია

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა / მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

​შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

 

3.3. სამოქალაქო იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები, საბრძოლო მასალა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა / მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

​შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

 

3.4. რეკომენდაციის მისაღებად საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების ამსახველი ინფორმაცია

3.4.1 ექსპორტიორი (იმპორტის ანდა ტრანზიტის შემთხვევაში ) ------------------------

3.4.2 იმპორტიორი (ექსპორტის ანდა ტრანზიტის შემთხვევაში) -------------------------

3.4.3 ბროკერი / შუამავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ----------------------------

3.4.4 საბოლოო მომხმარებელი -----------------------------------------------------------------

3.4.5 პროდუქციის საბოლოო მოხმარების ადგილი -----------------------------------------

3.4.6 პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზანი -------------------------------------------

3.4.7. პროდუქციის გადაადგილების მარშრუტი ---------------------------------------------

3.4.8 შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ---------------------------------------------

 

ვადასტურებ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი.

 

ვაცხადებ თანხმობას, რომ:

□ რეკომენდაციის გაცემის მიზნით დაამუშაოთ წარმოდგენილი პერსონალური ანდა სხვა სახის მონაცემები;

□ კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მივიღო ამ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

 

 ხელმოწერა

 

თარიღი

 

დანართი №2

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის / გადაწყვეტილების პროექტის

 

განმარტებითი ბარათი №

„------„ ------------ 202  წელი

 

1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი:

1.1 ----------------------------------------------            --------------------------------------------

      ​განმცხადებლის სახელი/გვარი, დასახელება,              განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

 

1.2 -------------------------------------------------------                   

      ​კომისიის გადაწყვეტილების   ნომერი და თარიღი

 

2. განმცხადებელს რეკომენდაცია ესაჭიროება შემდეგი სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად:

2.1

   □

სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია

2.2

   □

სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია

2.3

   □

სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია

2.4

   □

სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია

2.5

   □

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია

2.6

   □

სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზია

2.7

   □ 

სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია

​მონიშნეთ შესაბამისი ლიცენზიის დასახელების წინა გრაფაში მდებარე ოთხკუთხედი ველი.

 

3. განმცხადებელს ესაჭიროება რეკომენდაცია შემდეგი სანებართვო ქმედების განსახორციელებლად:

3.1

   □

სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა

3.2

   □

სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

3.3

   □

სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

3.4

   □

სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა

3.5

   □

სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა

3.6

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა

3.7

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

3.8

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

3.9

ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა

3.10

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა

3.11

   □

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

​მონიშნეთ შესაბამისი ნებართვის დასახელების წინა გრაფაში მდებარე ოთხკუთხედი ველი.

 

1. სანებართვო ქმედებას დაქვემდებარებული:

1.1. სამხედრო პროდუქცია

 

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა / მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

​შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

 

1.2. ორმაგი დანიშნულების პროდუქცია

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა / მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

​შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

 

1.3. სამოქალაქო იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები, საბრძოლო მასალა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები

 

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა / მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

​შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

 

1.4. რეკომენდაციის მისაღებად საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების ამსახველი ინფორმაცია

 

4.4.1 ექსპორტიორი (იმპორტის ანდა ტრანზიტის შემთხვევაში ) -------------------------

4.4.2 იმპორტიორი (ექსპორტის ანდა ტრანზიტის შემთხვევაში) --------------------------

4.4.3 ბროკერი / შუამავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -----------------------------

4.4.4 საბოლოო მომხმარებელი -----------------------------------------------------------------

4.4.5 პროდუქციის საბოლოო მოხმარების ადგილი -----------------------------------------

4.4.6 პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზანი ------------------------------------------

4.4.7. პროდუქციის გადაადგილების მარშრუტი --------------------------------------------

4.4.8 შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ---------------------------------------------

5. ფაქტობრივი დასაბუთება --------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

6. სამართლებრივი დასაბუთება ---------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------- ----------------------------------------------------------------------------------------------

 

7. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიზანშეწონილია კომისიამ:

  □

გასცეს რეკომენდაცია

   □

არ გასცეს რეკომენდაცია

   □

ცვლილება იქნეს შეტანილი --------------- რეკომენდაციაში და --------------- გადაწყვეტილებაში

   □

შეაჩეროს -------------------- რეკომენდაციის მოქმედება

   □

ბათილად ცნოს --------------- რეკომენდაცია და --------------- გადაწყვეტილება

   □

ძალადაკარგულად გამოაცხადოს --------------- რეკომენდაცია და --------------- გადაწყვეტილება

   □

არარა აქტად აღიაროს  --------------- რეკომენდაცია და --------------- გადაწყვეტილება;

   □

სხვა გადაწყვეტილება -------------------------------------------------------------

 

----------------------------- - ხელმოწერა

 

კომისიის მდივანი – სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის სახელი და გვარი

 

----------------------------- -ხელმოწერა

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლის სახელი და გვარი

 

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image