სამხედრო პროდუქციის ნუსხა

დანართი 1

ჯგუფი 1. 20 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის გლუვლულიანი, 12.7 მილიმეტრიანი (კალიბრი 0.50 ინჩი) ან ნაკლები კალიბრის იარაღი, ავტომატური იარაღის საკუთვნებლები, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები:
1. სამხედრო ცეცხლსასროლი ავტომატური შაშხანები და ტყვიამფრქვევები, გარდა სამუზეუმო ექსპონატებისა.

შენიშვნა:

ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება გლუვლულიან იარაღზე, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ა) შინაური ცხოველების დაკვლისთვის;
ბ) ცხოველების ტრანკვილიზაციისთვის; გ) სეისმური ტესტირებისთვის;
დ) ინდუსტრიული ჭურვის გასასროლად;

ე) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფისთვის.

2. სპეციალურად სამხედრო გამოყენებისთვის შექმნილი და სხვა ავტომატური გლუვლულიანი იარაღი.

3. იარაღი, რომელშიც გამოიყენება უმასრო საბრძოლო მასალა.

4. ხმის დამხშობები აგრეთვე, ამ ჯგუფის პირველ- მესამე პუნქტებში მითითებული იარაღის ალის ჩამხშობები, სავაზნე მჭიდები, მარეგულირებლები, სპეციალური სადგარები, ოპტიკური სამიზნეები.

შენიშვნა:

ა) ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მახასიათებლების მქონე ოპტიკურ სამიზნეებზე, რომლებსაც: არ აქვთ გამოსახულების ელექტრონული დამუშავების ფუნქცია, სპეციალურად არ არიან შექმნილი ან/და

მოდიფიცირებული სამხედრო გამოყენებისთვის, აქვთ გამოსახულების 9-ჯერ ან ნაკლები გადიდების ფუნქცია, შეიცავენ სპეციალურად სამხედრო გამოყენებისთვის შექმნილ ბადეს;

ბ) ამ ჯგუფის მოქმედება არ ვრცელდება:

ბ.ა) ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი სასწავლო საბრძოლო მასალისთვის და არ შეუძლია ჭურვის გასროლა;

ბ.ბ) იარაღზე, რომელიც არ არის სრულად ავტომატური და რომლისთვისაც გამოიყენება არაცენტრალური ბრძოლის საბრძოლო მასალა.

გ) ასაფეთქებლები იხილეთ მე-4 ჯგუფში და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხის ჩანაწერში 1A006.

ჯგუფი 2. 20-მილიმეტრიანი და მეტი კალიბრის გლუვლულიანი, 12.7 მილიმეტრზე (კალიბრი 0.50 ინჩი) მეტი კალიბრის იარაღი ან შეიარაღება, პროექტორები და საკუთვნებლები, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები:

1. სამხედრო ცეცხლსასროლი ავტომატური შაშხანები, ნაჭდევებიანი არაუკუმგორავი ქვემეხები, გლუვლულიანი იარაღი და სიგნატურის შემცირების დანადგარები, გარდა ინჟექტორებისა, საზომი მოწყობილობებისა, რეზერვუარებისა და სხვა სპეციალურად შექმნილ კომპონენტებისა, რომლებიც გამოიყენებიან თხევად აგენტებთან მუშაობის დროს ამ პუნქტში მითითებული ნებისმიერი აღჭურვილობისთვის.

შენიშვნა:

ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება გლუვლულიან იარაღზე, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი შემდეგი დანიშნულებისთვის:

ა) შინაური ცხოველების დაკვლისთვის; ბ) ცხოველების ტრანკვილიზაციისთვის; გ) სეისმური ტესტირებისთვის;
დ) ინდუსტრიული ჭურვის სროლისთვის; ან

ე) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფისთვის.

2. სამხედრო დანიშნულებისთვის სპეციალურად შექმნილი ან/და მოდიფიცირებული კვამლის, გაზის და პიროტექნიკური პროექტორები ან გენერატორები, გარდა სასიგნალო პისტოლეტებისა.

3. იარაღის სამიზნეები და მათი სადგარები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი სამხედრო გამოყენებისთვის და ამ ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებული იარაღისთვის.

4. სადგარები და მოსახსნელი სავაზნე მჭიდები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ამ ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებული იარაღისთვის.

შენიშვნა:

ასაფეთქებლები იხილეთ მე-4 ჯგუფში და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო ნუსხის ჩანაწერში 1A006.

 


ჯგუფი 3. საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები:

1. ამ ნუსხის პირველ, მე-2 და მე-12 ჯგუფებში მითითებული იარაღისთვის შექმნილი საბრძოლო მასალა.

შენიშვნა:

ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საბრძოლო მასალაზე, რომელზეც არ არის მიმაგრებული ჭურვი;

ბ) სასწავლო საბრძოლო მასალაზე, რომელსაც აქვს საფანტის გახვრეტილი კამერა;

გ) ვაზნებზე, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი სასიგნალო დანიშნულებით, ფრინველის დასაფრთხობად ან ნავთობის ჭაბურღილში გაზის ფაკელების განათებისთვის.

2. ამ ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებული საბრძოლო მასალისთვის სპეციალურად შექმნილი ასაფეთქებელი მოწყობილობები.

3. ამ ჯგუფის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული საბრძოლო მასალისთვის და ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის სპეციალურად შექმნილი კომპონენტები:

ა) ლითონის ან პლასტმასის კაფსულა-დეტონატორები და მისი საბჯენები, ვაზნების ჰილზები, სავაზნე ლენტის რგოლები, ჭურვის წამყვანი სარტყლები და საბრძოლო აღჭურვილობის ლითონის ნაწილები;

ბ) უსაფრთხოების და მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობები, ფეთქებადი ნივთიერებები, სენსორები და გამშვები მოწყობილობები;

გ) ერთჯერადი გამომუშავების მაღალი საექსპლუატაციო ფუნქციის მქონე კვების წყაროები; დ) ფეთქებადი ნივთიერებებისთავის განკუთვნილი საწვავის კონტეინერებს;
ე) ბომბები (მათ შორის, მცირე ბომბები, მცირე ზომის ნაღმები და ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთზე თვითგამმიზვნელი ჭურვები).

ჯგუფი 4. ბომბები, ტორპედოები, რეაქტიული ჭურვები, რაკეტები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები და მუხტები, მონათესავე მოწყობილობები და საკუთვნებლები, აგრეთვე სპეციალურად მათთვის შემუშავებული კომპონენტები:

1. ბომბები, კვამლის ბომბები, სიღრმის ბომბები, ტორპედოები, ყუმბარები, რაკეტები, ნაღმები, რეაქტიული ჭურვები, ასაფეთქებელი მუხტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასაფეთქებელი კომპლექტები, პიროტექნიკური მოწყობილობები, ვაზნები და სიმულატორები.

შენიშვნა:

ეს პუნქტი მოიცავს:

ა) კვამლის შაშხანებს, ცეცხლგამჩენ ნაღმებს და ბომბებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს; ბ) რეაქტიული ჭურვების საქშენებს და გასაშვები აპარატების ცხვირის კონუსებს.
2. აღჭურვილობა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი სამხედრო გამოყენებისთვის და ამ ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებულ პროდუქციასთან ან თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებული მოქმედებისთვის (მართვა, გასროლა, დამიზნება, კონტროლი, ჭურვის გაშვება, დეტონაცია, აქტივაცია, მოქმედებაში მოყვანა ერთჯერადი იმპულსით, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა, ჩახშობა, მიზნების ძიება, მიზნების აღმოჩენა, დაბრკოლების შექმნა, გაუვნებელყოფა).

შენიშვნა:

ა) ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება მობილურ აღჭურვილობაზე, რომელიც განკუთვნილია დღე-ღამეში 100 კილოგრამი ან მეტი წონის აირის გათხევადებისთვის და მცურავ ელექტროდენგამტარ კაბელებზე, რომლებიც გამოიყენება მაგნიტური ნაღმების მოძიების დროს;

ბ) ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ხელის მოწყობილობებზე, რომელთა კონსტრუქციული დანიშნულება შემოიფარგლება მხოლოდ ლითონის საგნების აღმოჩენით და ვერ განასხვავებს ნაღმს სხვა

ლითონის საგნისგან.

3. თვითმფრინავების დაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, გარდა თვითმფრინავების დაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისა, რომლებსაც აქვთ ყველა მახასიათებელი:

ა) რაკეტის აღმომჩენი გამაფრთხილებელი სენსორი:

ა.ა) პასიური სენსორი, რომლის მაქსიმალური საპასუხო დიაპაზონი არის 100-400 ნმ; ან ა.ბ) აქტიური იმპულსური დოპლერის სარაკეტო იერიშის განგაშის სენსორი;
ბ) დაბრკოლებათა ჩამოყრის სისტემები;

გ) ხაფანგი, რომელიც ქმნის ხილულ და ინფრაწითელ ნიშანს სიგნატურას მიწა-ცის კლასის რაკეტის დეზორიენტირებისთვის; და

დ) არის სამოქალაქო თვითმფრინავზე დამონტაჟებული და რომელიც:

დ.ა) მოქმედებს მხოლოდ ამ სამოქალაქო თვითმფრინავზე, რომელზეც გაცემულია სამოქალაქო ტიპის სერტიფიკატი ან მისი ტოლფასი დოკუმენტი, რომელიც აღიარებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO);

დ.ბ) არასანქცირებული წვდომის აღსაკვეთად იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაცვას;

დ.გ) მოიცავს აქტიურ მექანიზმს, რომელიც მისი სამოქალაქო თვითმფრინავიდან მოხსნის შემთხვევაში ახდენს სისტემის ბლოკირებას;

ე) ამ ჯგუფში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ე.ა) პიროტექნიკა - სხვადასხვა სახის საწვავის და დამჟანგავების მყარი ან თხევადი მდგომარეობის ნაერთები, რომლებიც აალების დროს კონტროლირებადი სიჩქარით შედიან აქტიურ ქიმიურ რეაქციაში, რაც ქმნის დროებით შეფერხებას ან სითბოს, ხმაურის, კვამლის, ხილული შუქის ან ინფრაწითელი გამოსხივების დიდ რაოდენობას. პიროფორული ნივთიერებები წარმოადგენს პიროტექნიკის ქვეკლასს, რომელიც არ შეიცავს დამჟანგავებს, თუმცა, ჰაერთან კონტაქტისას თვითნებურად აალდება;

ე.ბ) სამოქალაქო თვითმფრინავი - თვითმფრინავი, რომელიც შეტანილია სამოქალაქო ავიაციის ორგანოების მიერ გამოქვეყნებულ სერტიფიცირებულ ნუსხებში და გამოიყენება კომერციულ-სამოქალაქო შიდა და საერთაშორისო მარშუტებზე ან კანონიერი სამოქალაქო, კერძო ან საქმიანი მიზნებისათვის;

ე.გ) სიმულატორი - მოწყობილობა, რომელიც ახდენს ერთ-ერთი ამ ნაკეთობის მახასიათებლის იმიტირებას), რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი სამხედრო გამოყენებისთვის.

შენიშვნა:

ა) გამიზვნის და სანავიგაციო მოწყობილობა იხილეთ მე-11 ჯგუფში;

ბ) საავიაციო რაკეტებისაგან დაცვის სისტემა იხილეთ ამ ჯგუფის მე-3 პუნქტში.

ჯგუფი 5. ცეცხლის მართვის აპარატურა, გაფრთხილების და შეტყობინების შესაბამისი აღჭურვილობა, აგრეთვე შესაბამისი სისტემები, გამოცდის, დამიზნების და კონტრქმედების აპარატურა, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული სამხედრო გამოყენებისთვის, აგრეთვე სპეციალურად მათთვის დამზადებული კომპონენტები და საკუთვნებლები:

1. იარაღის სამიზნეები, დამიზნების აღჭურვილობა, დაბომბვის გამოთვლითი მანქანები და იარაღის მართვის სისტემები.

2. მიზნის დაზვერვის, დამიზნების, სიშორის განსაზღვრის, დაზვერვის ან მიზნის თვალთვალის სისტემები, მიზნების გამოვლენის, ამოცნობის, იდენტიფიცირების და მონაცემთა განზოგადების, აგრეთვე სენსორების ინტეგრაციის აპარატურა.

3. ამ ჯგუფის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული პროდუქციის უკუქმედების აპარატურა, რაც მოიცავს დეტექტორულ აღჭურვილობას.

4. ამ ჯგუფის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული პროდუქციისათვის სპეციალურად დამზადებული საველე ან ოპერაციული კვლევებისა და დამიზნების აღჭურვილობა.

 


ჯგუფი 6. სახმელეთო ტრანსპორტი და მისი კომპონენტები:

1. სამხედრო გამოყენებისთვის სპეციალურად შექმნილი ან მოდიფიცირებული სახმელეთო ტრანსპორტი (მათ შორის, ნახევარმისაბმელიანი) და მისი კომპონენტები.

შენიშვნა:

ა) ეს პუნქტი მოიცავს:

ა.ა) ტანკებს და სხვა სამხედრო დაჯავშნულ ტრანსპორტს და საბრძოლო მანქანებს, რომლებიც აღჭურვილია იარაღის სამაგრებით ან დანაღმვის აღჭურვილობით ან მე-4 ჯგუფში მითითებული საბრძოლო მასალის გასროლის აღჭურვილობის დასამონტაჟებლად;

ა.ბ) ჯავშანტექნიკას;

ა.გ) მანქანა-ამფიბიებს და ღრმა წყლის გადამლახავ მანქანებს;

ა.დ) ავარიულ-სამაშველო მანქანებს და მანქანებს ბუქსირებისთვის ან საბრძოლო მარაგების ან იარაღის სისტემების ტრანსპორტირებისთვის და შესაბამის დასატვირთ-გადმოსატვირთ აღჭურვილობას;

ბ) ამ პუნქტში მითითებული სამხედრო გამოყენების სახმელეთო ტრანსპორტის მოდიფიკაცია გულისხმობს კონსტრუქციულ, ელექტრულ ან მექანიკურ ცვლილებებს, რომლებიც ეხება სამხედრო გამოყენებისთვის სპეციალურად შემუშავებულ ერთ ან მეტ კომპონენტს და მოიცავს:

ბ.ა) საბურავის პნევმატურ გარსს, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ტყვიაგაუმტარობის უზრუნველსაყოფად;

ბ.ბ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალების ჯავშანდაცვას (მაგალითად, საწვავის რეზერვუარების ან მანქანის კაბინების);

ბ.გ) სპეციალურ გამაგრებებს ან იარაღის სადგამებს; ბ.დ) შესანიღბ განათებას.
2. სხვა სახმელეთო ტრანსპორტი და მათი კომპონენტები, რომლებიც მითთებული არ არის ამ ჯგუფის პირველ პუნქტში:

ა) ავტომობილები:

ა.ა) რომლებიც შექმნილია და თავსებადია მასალებთან ან კომპონენტებთან III დონის ან უფრო მაღალი ბალისტიკური დაცვის უზრუნველსაყოფად;

ა.ბ) რომლებიც უზრუნველყოფენ წინა და უკანა ბორბლების ერთდროულ მუშაობას (ტრანსმისია), მათ შორის, იმ ტრანსპორტზე, რომლებსაც ტვირთების გადაზიდვისათვის აქვს (მიუხედავად იმისა, იყენებს თუ არა მათ) დამატებითი ბორბლები ;

ა.გ) რომელთა სრული წონა (GVWR) მეტია 4,500 კილოგრამზე;

ა.დ) რომლებიც შექმნილი ან მოდიფიცირებულია უგზოობაში გამოყენებისთვის; ბ) კომპონენტები, რომლებიც:

ბ.ა) სპეციალურად არის შექმნილი ამ პუნქტის ”ა” ქვეპუნქტში მითითებული ავტომობილებისთვის; ბ.ბ) უზრუნველყოფს III დონის ან უფრო მაღალ ბალისტიკურ დაცვას.
შენიშვნა:

ა) ამ ჯგუფის მოქმედება არ ვრცელდება:

ა.ა) სამოქალაქო ავტომობილებზე, რომლებიც შექმნილი ან მოდიფიცირებულია ფულის ან მატერიალური ფასეულობების ტრანსპორტირებისთვის;

ა.ბ) ავტომობილებზე, რომლებიც: ა. ბ.ა) წარმოებულია 1946 წლამდე;
ა.ბ.ბ) არ შეიცავენ ამ ნუსხაში შემავალ პოზიციებს და წარმოებულია 1945 წლამდე, გარდა ავტომობილის ორიგინალური კომპონენტების ან საკუთვნებლების რეპროდუქციებისა;

ა.ბ.გ) არ შეიცავენ პირველ, მე-2 და მე-4 ჯგუფებში მითითებულ იარაღს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არ იმყოფებიან მუშა მდგომარეობაში და ვერ ახდენენ ჭურვის გასროლას.

ბ) გამიზვნის და ნავიგაციის მოწყობილობებისათვის იხილეთ ასევე მე-11 ჯგუფში.

 


ჯგუფი 7. ქიმიური ნივთიერებები ან ბიოლოგიური ტოქსიკური აგენტები, მასების კონტროლის საშუალებები, რადიოაქტიური მასალები, შესაბამისი აღჭურვილობა, კომპონენტები და მასალები:

1. ბიოლოგიური აგენტები ან სამხედრო მიზნისთვის გამოყენებადი რადიოაქტიური მასალები, რომლებიც გამოიყენება ადაპტირებულ საომარ ვითარებაში ადამიანების და ცხოველების დაზიანების, აღჭურვილობის მწყობრიდან გამოყვანის ან მოსავლისთვის და გარემოსთვის ზიანის მიყენების მიზნით.

2. ქიმიური იარაღის აგენტები, მათ შორის:

ა) ქიმიური იარაღის ნერვიული სისტემის მაპარალიზებელი ნივთიერებები:

ა.ა) O-ალკილი (C10-ს ტოლი ან ნაკლები, ციკლოალკილის შემცველობით) ალკილი (მეთილი, ეთილი, n- პროპილი ან იზოპროპილი) -ფტორფოსფონატები, როგორიცაა: ზარინი (GB): O- იზოპროპილმეთილფტორფოსფონატები (CAS 107-44-8) და ზომანი (GD): O-
პინაკოლილმეთილფტორფოსფონატები, (CAS 96-64-0);

ა.ბ) O-ალკილ (ტოლია ან ნაკლები C10-ზე, ციკლოალკილის შემცველობით) N,N-დიალკილი (მეთილი, ეთილი, n-პროპილი ან იზოპროპილი) ფოსფორამიდოციანიდატები, როგორიცაა ტაბუნი (GA):O-ეთილი, N,N- დიმეთილამიდოციანფოსფატი (CAS 77-81-6);

ა.გ) O-ალკილი (H ან ტოლი C10-ზე, ციკლოალკილის შემცველობით) S-2-დიალკილი (მეთილი, ეთილი, n- პროპილი ან იზოპროპილი)-ამინოეთილალკილი (მეთილი, ეთილი, n-პროპილი ან იზოპროპილი) ფოსფონოტიოლატები და შესაბამისი ალკილირებული და პროტონირებული მარილები, როგორიცაა: VX: O-
ეთილი -S-2-დიიზოპროპილამინოეთილმეთილთიოფოსფონატი (CAS 50782-69-9);

ბ) კანმაჩირქებელი მომწამლავი საბრძოლო ნივთიერებები: ბ.ა) გოგირდის იპრიტები, როგორიცაა:
ბ.ა.ა) 2-ქლოროეთილქლორმეთილსულფიდი (CAS 2625-76-5); ბ.ა.ბ) ბის (2-ქლორეთილი) სულფიდი (CAS 505-60-2);

ბ.ა.გ) ბის (2-ქლორეთილტიო) მეთანი (CAS 63869-13-6); ბ.ა.დ) 1,2-ბის (2-ქლორეთილთიო) ეთანი (CAS 3563-36-8);
ბ.ა.ე) 1,3-ბის (2-ქლორეთილთიო) -n-პროპანი (CAS 63905-10-2); ბ.ა.ვ) 1,4-ბის (2-ქლორეთილთიო) -n-ბუტანი (CAS 142868-93-7); ბ.ა.ზ) 1,5-ბის (2-ქლორეთილთიო) -n-პენტანი (CAS 142868-94-8); ბ.ა.თ) ბის (2-ქლორეთილტიომეთილი) ეთერი (CAS 63918-90-1); ბ.ა.ი). ბის (2-ქლორეთილტიოეთილი) ეთერი (CAS 63918-89-8). ბ.ბ). ლუიზიტები:
ბ.ბ.ა) 2-ქლოროვინილდიქლოროარსინი (CAS 541-25-3); ბ.ბ.ბ) ტრი (2-ქლოროვოლინი) არსინი (CAS 40334-70-1); ბ.ბ.გ) ბი (2-ქლოროვილინი) ქლორარსინი (CAS 40334-69-8). ბ.გ). აზოტოვანი იპრიტები:
ბ.გ.ა). HN1: ბის (2-ქლოროეთილი) ეთილამინი (CAS 538-07-8); ბ.გ.ბ) HN2: ბის (2-ქლოროეთილი) მეთილამინი (CAS 51-75-2); ბ.გ.გ) HN3: ბის (2-ქლოროეთილი) ამინი (CAS 555-77-1).
ბ.დ). ქიმიური იარაღი - დროებით მწყობრიდან გამომყვანი მომწამლავი ნივთიერებები, როგორიცაა 3- ქუინუკლიდინილ ბენზილატი (BZ) (CAS 6581-06-2);

ბ.ე). ქიმიური იარაღი დეფოლიანტები:

ბ.ე.ა) ბუთილ2-ქლორო-4-ფლუოროფენოქსიასეტატი (LNF);

ბ.ე.ბ) 2,4,5-ტრიქლოროფენოქსიასეტიკის მჟავა (CAS 93-76-5) შერეული 2,4-დიქლოროფენოქსიასეტიკის მჟავასთან (CAS 94-75-7) (ეიჯენტ ორანჯ (CAS 39277-47-9)).

3. საბრძოლო მომწამლავი ბინარული პრეკურსორები და ძირითადი პრეკურსორები:

ა) ალკილი (მეთილი, ეთილი, n-პროპილი ან იზოპროპილი) ფოსფონილდიფლუორიდი, როგორიცაა: DF: მეთილის ფოდფონილდიფლუორიდი (CAS 676-99-3);

ბ) O-ალკილი (H ან ტოლი, ან ნაკლები C10-ზე, ციკლოალკილის ჩათვლით) O-2-დიალკილი (მეთილი, ეთილი, n-პროპილი ან იზოპროპილი) ამინოეთილის ალკილი (მეთილი, ეთილი, n-პროპილი ან იზოპროპილი) ფოსფონიტები და შესაბამისი ალკილირებული და ფროტონირებული მარილები, როგორიცაა:
QL: O-ეთილი-2-di-იზოპროპილამინოეთილ მეთილფოსფონიტი (CAS 57856-11-8);

გ) ქლოროზარინი: O-იზოპროპილმეთილქლორფოსფონატი (CAS 1445-76-7); დ) ქლოროსომანი: O-პინაკოლილმეთილქლორფოსფონატი (CAS 7040-57-5).
4. მასების კონტროლის ნივთიერებათა ჯგუფი, აქტიური შემადგენელი ქიმიკატები და მათი კომბინაციები, მათ შორის:

ა) α-ბრომობენზენეაცეტონიტრილი (ბრომობენზილის ციანიდი) (CA) (CAS 5798-79-8);

ბ) [(2-ქლოროფენილი) მეთილენი] პროპანესინიტრილი, (o-ქლორობენზილიდენამალონონიტრილი (CS) (CAS
2698-41-1);

გ) 2-ქლორი-1-ფენილეტანონი, ფენილაცილის ქლორიდი (ω-ქლოროაცეტოფენონი) (CN) (CAS 532-27-4); დ) დიბენზი -(b,f)-1,4-ოქსაზეპინი, (CR) (CAS 257-07-8);
ე)10-ქლორო-5,10-დიჰიდროფენარსაზინი (ფენარსაზინის ქლორიდი), (ადამსიტი), (DM) (CAS 578-94-9); ვ) N-ნონანოილმორფოლინი, (MPA) (CAS 5299-64-9).

 

შენიშვნა:

ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) მასობრივი არეულობების აღსაკვეთად გამოსაყენებელ ნივთიერებათა ჯგუფზე, რომლებიც ინდივიდუალურად არის შეფუთული თავდაცვის მიზნებისთვის;

ბ) აქტიურ შემადგენელ ქიმიკატებზე და მათ კომბინაციებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული და შეფუთულია საკვების მოსამზადებლად და სამედიცინო საჭიროებებისთვის.

 


5. აღჭურვილობა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ან მოდიფიცირებული სამხედრო გამოყენებისთვის ან/და შემდეგი ნივთიერებების გავრცელებისათვის, ასევე სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპონენტები:

ა) ამ ჯგუფის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილი მასალები ან აგენტები; ან

ბ) ამ ჯგუფის მე-3 პუნქტში მითითებული პრეკურსორებისთვის მიღებული საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებები.

6. სპეციალურად სამხედრო გამოყენებისთვის შექმნილი ან/და მოდიფიცირებული დამცავი და გამაუვნებელმყოფელი აღჭურვილობა, მათი კომპონენტები და ქიმიური ნაერთები:

ა) ამ ჯგუფის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული მასალისგან დაცვის მიზნით შექმნილი აღჭურვილობა და მათთვის სპეციალურად შექმნილი კომპონენტები;

შენიშვნა:

ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებზე, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ან მოდიფიცირებული ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური ფილტრაციისათვის, აგრეთვე დამცავ ტანსაცმელზე;

ბ) აღჭურვილობა, რომელიც შექმნილი ან მოდიფიცირებულია ამ ჯგუფის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული მასალებით დაბინძურებული ობიექტების გასაუვნებელყოფად, აგრეთვე სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპონენტები;

გ) ამ ჯგუფის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული მასალებით დაბინძურებული ობიექტების გასაუვნებელყოფად; სპეციალურად შემუშავებული ან ფორმულირებული ქიმიური ნაერთები.

7. აღჭურვილობა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ან მოდიფიცირებული ამ ჯგუფის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილი მასალების აღმოჩენისა და იდენტიფიცირებისთვის, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შექმნილი კომპონენტები;

შენიშვნა:

ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება რადიაციის კონტროლის პერსონალურ დოზიმეტრებზე.

8. ბიოპოლიმერები, რომლებიც განკუთვნილია ან სპეციალურად არის შექმნილი ან დამუშავებული ამ ჯგუფის მე-2 პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის ნივთიერებების აღმოჩენის ან იდენტიფიცირებისთვის ან მათი წარმოებისათვის, აგრეთვე კონკრეტული უჯრედების კულტურები.

9. ბიოკატალიზატორები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ქიმიური იარაღის ნივთიერებების გაუვნებელყოფისა ან ეფექტურობის შემცირებისათვის, არეთვე მათი ბიოლოგიური სისტემები:

ა) ბიოკატალიზატორები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ამ ჯგუფის მე-2 პუნქტში მითითებული ქიმიური იარაღის ნივთიერებების გაუვნებელყოფის ან ეფექტურობის შემცირებისათვის და მიღებულია ლაბორატორიის მიერ ბიოლოგიური სისტემების მიზანმიმართული შერჩევის ან გენეტიკური მანიპულაციის საფუძველზე;

ბ) ბიოლოგიური სისტემები, რომლებიც შეიცავენ ამ პუნქტის ”ა” ქვეპუნქტში მითითებული ბიოკატალიზატორების დამზადებისთვის სპეციფიკურ გენეტიკურ ინფორმაციას:

ბ.ა) გამოხატვის ვექტორები; ბ.ბ) ვირუსები;
ბ.გ) უჯრედების კულტურები. შენიშვნა:
ა) ამ ჯგუფის მე-2 და მე-4 პუნქტები არ ვრცელდება შემდეგზე:

ა.ა) ციანოგენის ქლორიდი (CAS 506-77-4). იხილეთ ჩანაწერი 1C450..ა.5 ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში;

ა.ბ) ჰიდროციანიდური მჟავა (CAS 74-90-8); ა.გ) ქლორი (CAS 7782-50-5);
ა.დ) კარბონილური ქლორიდი (ფოსგენი) (CAS 75-44-5). იხილეთ ჩანაწერი 1C450.ბ.4 ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში;

ა.ე) დიფოსგენი (ტრიქლორომეთილ-ქლოროფორმატი) (CAS 503-38-8); ა.ვ) ნივთიერებები, რომლებიც არ გამოიყენება 2004 წლის შემდეგ;
ა.ზ) ქსილილის ბრომიდი, ორთო: (CAS 89-92-9), მეტა: (CAS 620-13-3), პარა: (CAS 104-81-4); ა.თ) ბენზილის ბრომიდი (CAS 100-39-0);
ა.ი) ბენზილის იოდიდი (CAS 620-05-3); ა.კ) ბრომო აცეტონი (CAS 598-31-2);
ა.ლ) ბრომციანი (CAS 506-68-3);

ა.მ) ბრომო მეთილეთილკეტონი (CAS 816-40-0); ა.ნ) ქლორ აცეტონი (CAS 78-95-5);
ა.ო). ეთილის იოდოაცეტატი (CAS 623-48-3); ა.პ) იოდო აცეტონი (CAS 3019-04-3);
ა.ჟ) ქლოროპიკრინი (CAS 76-06-2). იხილეთ ჩანაწერი 1C450 .ა.7 ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში

ბ) ამ ჯგუფის მე-8 პუნქტში და მე-9 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტში მითითებული უჯრედების კულტურები და ბიოლოგიური სისტემები ექსკლუზიურია და არ ვრცელდება სამოქალაქო სფეროში გამოყენებად უჯრედებზე ან ბიოლოგიურ სისტემებზე, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო, ფარმაცევტული, სამედიცინო, ვეტერინარული, ეკოლოგიური, ნარჩენების მართვა ან კვების ინდუსტრია;

გ) ამ ჯგუფში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

გ.ა) ადაპტირებული საომარ ვითარებაში გამოყენება - ნებისმიერი სახეცვლილების ან სელექციის განცდა (მაგალითად, მინარევების რაოდენობის, შენახვის ვადის, ვირტუალურობის, თვისებების გადაცემის, ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მდგრადობის თვალსაზრისით) ადამიანებზე ან ცხოველებზე ზემოქმედების ეფექტის გაზრდის, აღჭურვილობის დაზიანების, მოსავალზე ან გარემოზე მავნე ზემოქმედების მოხდენის მიზნით;

გ.ბ) ბიოკატალიზატორები - სპეციალური ქიმიური ან ბიოქიმიური რეაქციებისთვის ან სხვა ბიოლოგიური ნაერთებისთვის განკუთვნილი ენზიმები, ს, რომლებიც უკავშირდება საბრძოლო მომწამლავ ნივთიერებებს და აჩქარებს მათ დეგრადირებას;

გ.გ) ენზიმები - ბიოკატალიზატორები სპეციფიურ ქიმიურ ან ბიოქიმიურ რეაქციებში; გ.დ) ბიოპოლიმერები - ბიოლოგიური მაკრომოლეკულები:
გ.დ.ა) სპეციფიური ქიმიური ან ბიოქიმიური რეაქციებისთვის გაკუთვნილი ენზიმები; გ.დ.ბ) ანტისხეულები, მონოკლონალურები, პოლიკლონალურები და ანტიიდიოტიპურები; გ.დ.გ) სპეციალურად შემუშავებული ან სპეციალურად დამუშავებული რეცეპტორები;
დ) ანტიიდიოტიპური ანტისხეულები - ანტისხეულები, რომლებიც უკავშირდებიან ანტისხეულების სპეციფიურ უბნებს დამაკავშირებელი ანტიგენებით;

ე) ონოკლონალური ანტისხეულები -პროტეინები, რომლებიც უკავშირდებიან ანტიგენის მოლეკულის ერთ იმუნოდომინანტურ უბანს და იქმნებიან უჯრედების ერთი კლონის მიერ;

ვ) პოლიკლონალური ანტისხეულები - პროტეინების ნაერთი, რომლებიც უკავშირდებიან სპეციფიკურ ანტიგენს და იქმნებიან უჯრედების ერთზე მეტი კლონით;

ზ) რეცეპტორები - ბიოლოგიური მაკრომოლეკულური სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ ლიგანდების დაკავშირება, რაც გავლენაც ახდენს ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე;

თ) მასების კონტროლის საშუალებები - ნივთიერებები, რომლებიც გამოყენების მოსალოდნელ პირობებში მასობრივი არეულობების შეკავების მიზნით, ადამიანებში სწრაფად იწვევს სენსორულ გაღიზიანებას ან ფიზიკური გათიშვის ეფექტს (ფიზიკური ქმედების უუნარობას), რომლებიც გაივლის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ მათი ზემოქმედების დასრულებიდან (ცრემლმდენი აირი წარმოადგენს მასების კონტროლის საშუალებების ქვეჯგუფს);

ი) ექსპრესიული ვექტორები - მატარებლები (მაგალითად პლაზმიდები ან ვირუსები), რომლებიც გამოიყენება ორგანიზმ-მატარებლის უჯრედში გენეტიკური მასალის შესაყვანად.

კ) სამოქალაქო აირწინაღებისათვის, დამცავი და დეგაზიციის მოწყობილებებისათვის იხილეთ ასევე ორმაგი დანიშულების პროდუქციის ნუსხის ჩანაწერი 1A004.

 


ჯგუფი 8. ენერგეტიკული მასალები და შესაბამისი სუბსტანციები:

1. ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათი ნაერთები:

ა) ADNBF (ამინოდინიტრობენზოფუროქსანი ან 7-ამინო-4,6-დინიტრობენზოფურაზანი -1-ოქსიდი) (CAS
97096-78-1);

ბ) BNCP (ცის-ბის (5-ნიტროტეტრაზოლატო) ტეტრა ამინი -კობალტი (III) ფერქლორატი) (CAS 117412-28-9);

გ) CL-14 (დიამინო დინიტრობენზოფუროქსანი ან 5,7-დიამინო -4, 6-დინიტრობენზოფურაზანი -1-ოქსიდი) (CAS 117907-74-1);

დ) CL-20 (HNIW ან ჰექსანიტროჰექსააზაისოვურტზიტანი) (CAS 135285-90-4); CL-20-ის ქლათრატები (პრეკურსორები იხილეთ ასევე ამ ჯგუფის მე-7 ჯგუფის მე-3-მე-4 პუნქტებში);

ე) CP (2-(5-ციანოტეტრაზოლატო) პენტა ამინი -კობალტი (III) პერქლორატი) (CAS 70247-32-4); ვ) DADE (1,1-დიამინო -2,2-დინიტროეთილენი, FOX7) (CAS 145250-81-3);
ზ) DATB (დიამინოტრინიტრობენზენე) (CAS 1630-08-6); თ) DDFP (1,4-დინიტროდიფურაზანოპიპერაზინი);
ი) DDPO (2,6-დიამინო -3,5-დინიტროპირაზინი -1-ოქსიდი, PZO) (CAS 194486-77-6);

კ) DIPAM (3,3′-დიამინო -2,2′,4,4′,6,6′-ჰექსანიტრობიფენილი ან დიპიკრამიდი) (CAS 17215-44-0); ლ) DNGU (DINGU ან დინიტროგლიცოლურილი) (CAS 55510-04-8);
მ) ფურაზანები, როგორიცაა:

მ.ა) DAAOF (დიამინოაზოქსიფურაზანი);

მ.ბ) DAAzF (დიამინოაზოფურაზანი) (CAS 78644-90-3); ნ) HMX და მისგან:
ნ.ა) HMX (ციკლოტეტრამეთილენეტეტრანიტრამინი, ოქტაჰიდრო -1,3,5,7-ტეტრანიტრო -1,3,5,7-ტეტრაზინი,
1,3,5,7-ტეტრანიტრო -1,3,5,7-ტეტრაზა -ციკლოოქტანი, ოქტოგენი ან ოქტოგენე) (CAS 2691-41-0);

ნ.ბ) HMX-ის დიფლუოროამინირებული ანალოგები;

ნ.გ) K-55 (2,4,6,8-ტეტრანიტრო -2,4,6,8-ტეტრააზაბიციკლო [3,3,0]-ოქტანონი -3, ტეტრანიტროსემიგლი ქოურილი ან კეტო-ბიციკლიკი HMX) (CAS 130256-72-3);

ო) HNAD (ჰექსანიტროადამანტანი) (CAS 143850-71-9); პ) HNS (ჰექსანიტროსტილბენი) (CAS 20062-22-0);
ჟ) იმიდაზოლები:

ჟ.ა) BNNII (ოქტაჰიდრო-2,5-ბის(ნიტროიმინო) იმიდაზო [4,5-d]იმიდაზოლი); ჟ.ბ) DNI (2,4-დინიტროიმიდაზოლი) (CAS 5213-49-0);
ჟ.გ) FDIA (1-ფლუორო-2,4-დინიტროიმიდაზოლი);

ჟ.დ) NTDNIA (N-(2-ნიტროტრიაზოლო)-2,4-დინიტროიმიდაზოლი); ჟ.ე) PTIA (1-პიკრილი-2,4,5-ტრინიტროიმიდაზოლი);
რ) NTNMH (1-(2-ნიტროტრიაზოლო)-2-დინიტრომეთილენის ჰიდრაზინი); ს) NTO (ONTA ან 3-ნიტრო-1,2,4-ტრიაზოლი-5-ერთი) (CAS 932-64-9);
ტ) პოლინიტროკუბანესი ოთხზე მეტი ნიტროჯგუფით;

უ) PYX (2,6-ბის(პირცრილამინო)-3,5-დინიტროპირიდინი) (CAS 38082-89-2); ფ) RDX და მისგან წარმოებულები, როგორიცაა:
ფ.ა) RDX (ციკლოტრიმეთილენეტრინიტრამინი, ციკლონიტი, T4, ჰექსაჰიდრო -1,3,5-trinitro-1,3,5- ტრიაზინი,
1,3,5-ტრინიტრო -1,3,5-ტრიაზა -ციკლოჰექსანი, ჰექსოგენი ან ჰექსოგენე) (CAS 121-82-4);

ფ.ბ) კეტო-RDX (K-6 or 2,4,6-ტრინიტრო -2,4,6-ტრიაზაციკლოჰექსანონი) (CAS 115029-35-1); ქ) TAGN (ტრიამინოგუანიდინენიტრატი) (CAS 4000-16-2);
ღ) TATB (ტრიამინოტრინიტრობენზენე) (CAS 3058-38-6) („პრეკურსორები იხილეთ ასევე ამ ჯგუფის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში);

ყ) TEDDZ (3,3,7,7-ტეტრაბის (დიფლუოროამინი) ოქტაჰიდრო -1,5-დინიტრო -1,5-დიაზოცინი); შ) ტეტრაზოლები:
შ.ა) NTAT (ნიტროტრიაზოლის ამინოტეტრაზოლი);

შ.ბ) NTNT (1-N-(2-ნიტროტრიაზოლო)-4-ნიტროტეტრაზოლი);

ჩ) ტეტრილი (ტრინიტროფენიმეთილნიტრამინი) (CAS 479-45-8);

ც) TNAD (1,4,5,8-ტეტრანიტრო -1,4,5,8-ტეტრააზადეკალინი) (CAS 135877-16-6). ასევე იხილეთ მე-8 ჯგუფის მე-7 პუნქტი);

ძ) TNAZ (1,3,3-ტრინიტროაზეტიდინი) (CAS 97645-24-4);

წ) TNGU (SORGUYL ან ტეტრანიტროგლიცოლურილი) (CAS 55510-03-7);

ჭ) TNP (1,4,5,8-ტეტრანიტრო -პირიდაზინო [4,5-d]პირიდაზინი) (CAS 229176-04-9); ხ) შემდეგი ტრიაზინები:
ხ.ა) DNAM (2-ოქსი -4,6-დინიტროამინო -ს-ტრიაზინი) (CAS 19899-80-0);

ხ.ბ) NNHT (2-ნიტროიმინო -5-ნიტროo-ჰექსაჰიდრო -1,3,5-ტრიაზინი) (CAS 130400-13-4); ჯ) ტრიაზოლები:

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image