რა არის სამოქალაქო იარაღი?

სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.

სამოქალაქო იარაღის სახეებია:

  • თავდაცვის;
  • სპორტული;
  • სანადირო;
  • საკოლექციო.
  • სასიგნალო.

სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეებია:

ა) თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; 

ბ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:

ბ.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

გ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

დ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

ე) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი).

 

თავდაცვის იარაღი

1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.      

2. თავდაცვის იარაღის სახეებია:

ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;  

ბ) გაზის (აირის) იარაღი;  

გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;

დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.

 

სპორტული იარაღი

1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.

2. სპორტული იარაღის სახეებია:

ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:

ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სპორტული პნევმატური იარაღი.

 

სანადირო იარაღი

1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის. (8.11.2011. №5201)

2. სანადირო იარაღის სახეებია:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

  ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

 

საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

სასიგნალო იარაღი

სასიგნალოა იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად.

 სამოქალაქო იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

 აკრძალულია სამოქალაქო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

 

  • ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
  • კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
  • საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
  • იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
  • გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
  • პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  • მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;
  • გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
  • მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
  • იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს.

 

სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რე-ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება

კერძო სამართლის იურიდიულ პირთა ან ინდივიდუალურ მეწარმეთა მიერ სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტი, ექსპორტი, რე-ექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

 

იმპორტის, ექსპორტის, რე-ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვას ექვემდებარება:

  • სამოქალაქო იარაღი;
  • ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
  • საბრძოლო მასალა - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
  • საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები - მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა;
  • სამხედრო ტექნიკა - ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები.
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები და მომსახურება;

ზემოაღნიშნული ნებართვების მაძიებელი (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი.

 

შენიშვნა:

ზემოაღნიშნულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმპორტის, ექსპორტის, რე-ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ეტაპები:

 

ეტაპი:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია

ნებართვის მაძიებელმა უნდა მოიპოვოს რეკომენდაცია, რისთვისაც უნდა მიმართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და  კომისიის  გადაწყვეტილების  მიღების პროცედურებს (მათ შორის: ვადები, გაუქმების და შეჩერების საფუძვლები, წარსადგენი დოკუმენტაცია) განსაზღვრავს კომისიის დებულება (საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №68, 04.08.2020 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე”).

 

                                      რეკომენდაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაცია

 

რეკომენდაციის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს:

ა) განცხადება - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 202 წლის 04 აგვისტოს №68 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

ა.ა) განცხადებას თან უნდა დაერთოს მისი განხილვისთვის საჭირო, ამ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (ინფორმაცია);

ბ) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება ან განზრახულობათა ოქმი;

გ) ექსპორტისა და ტრანზიტის სემთხვევაში - იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი;

დ) ტრანზიტის შემთხვევაში გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

რეკომენდაციის მოქმედების ვადაა 12 თვე

 

შენიშვნა 1: განმცხადებელი ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, თუ მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილი ანდა ადგილსამყოფელი საქართველოში.

შენიშვნა 2: განცხადების, დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და მათი კომისიაში წარდგენისათვის, დამატებითი დოკუმენტების (ინფორმაციის) კომისიაში წარდგენისათვის,  ხარვეზის შევსებისთვის, აგრეთვე წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით, კომისიის მდივანი განმცხადებელს წერილობით განუსაზღვრავს 5-დან – 30 სამუშაო დღემდე ვადას.

თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეასრულებს განსაზღვრულ მოთხოვნებს, განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც კომისიის მდივნის მიერ ეცნობება განმცხადებელს.

შენიშვნა 3: განმცხადებელი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია.

 

II ეტაპი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა რეკომენდაციის საფუძველზე.

რეკომენდაციის მიღების შემდეგ ნებართის მაძიებელი უფლებამოსილია  ნებართის მოსაპოვებლად მიმართოს  ნებართვის გამცემს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

 

ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

ბ)       შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;

გ)  კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები;

დ) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

ე)       უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

ვ)  ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის ნებართვა, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

ზ)  იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

თ)    საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;

ი)     ცნობა ნასამართლეობის არარსებობის შესახებ;

კ)     ცნობა დანაშაულისთვის მსჯავრდების შესახებ;

ლ)    ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

მ)    ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

ნ)    სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (საბანკო ქვითარი).

 

შენიშვნა 1: სანებართვო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს გარიგების ღირებულების შესაბამისად:

ა)  500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;

ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არა უმეტეს 120 000 ლარისა.

 

გადახდა ხორციელდება ნებისმიერ ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახაზინო კოდი - 302 006 500.

 

შენიშვნა 2: ნებართვის მაძიებელი ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოველთვიურად წარუდგონოს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

 

 

 

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image