რა არის სამხედრო პროდუქცია?

სამხედრო დანიშნულების პროდუქცია განსაზღვრულია, ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის №394 დადგენილების (13.06.2014) №1 დანართით.

სამხედრო პროდუქციის ნებართვის სახეები:

1) ექსპორტის ნებართვა;

 2) იმპორტის ნებართვა;

 3) ტრანზიტის ნებართვა;

 4) საბროკერო მომსახურების ნებართვა;

 5) ტექნიკური დახმარების ნებართვა.

ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ნებართვის მაძიებელი:

ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი.

ნებართვის მიღების ეტაპები:

I ეტაპი:

ნებართვები გაიცემა რეკომენდაციის საფუძველზე, რომლის  მისაღებად ნებართვის მაძიებელი მიმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს განსაზღვრავს კომისიის დებულება.

რეკომენდაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაცია

შენიშვნა: განმცხადებელი ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, თუ მას არ აქვს საცხოვრებელი ანდა ადგილსამყოფელი საქართველოში.

რეკომენდაციის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს:

ა) განცხადება - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 04 აგვისტოს №68 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (განთავსებულია ვებ გვერდზე);

ბ) განცხადებას თან უნდა დაერთოს მისი განხილვისთვის საჭირო, ამ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (ინფორმაცია):

ბ.ბ) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება ან განზრახულობათა ოქმი;

გ.გ) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა;

დ.დ) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი - ექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;

დ.ე) ექსპორტის შემთხვევაში - იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;

დ.ვ) ტრანზიტის შემთხვევაში:

 დ.ვ.ა) გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

  დ.ვ.ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული  ექსპორტის და იმპორტის ნებართვები.

შენიშვნა: განმცხადებელს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც მისი შეხედულებისამებრ შეიცავს კომისიის გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.

განმცხადებელი ვალდებულია, კომისიის მდივნის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს რეკომენდაციის და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინფორმაცია).

განმცხადებელი პასუხისმგებელია წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების სისწორეზე და უტყუარობაზე.

რეკომენდაციის გაცემის წესი

ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის ან კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მეორე დღიდან.

განცხადების, დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და მათი კომისიაში წარდგენისათვის, დამატებითი დოკუმენტების (ინფორმაციის) კომისიაში წარდგენისათვის,  ხარვეზის შევსებისთვის, აგრეთვე წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით, კომისიის მდივანი განმცხადებელს წერილობით განუსაზღვრავს 5-დან – 30 სამუშაო დღემდე ვადას;

თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეასრულებს განსაზღვრულ მოთხოვნებს, განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც კომისიის მდივნის მიერ ეცნობება განმცხადებელს.

განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე, ან ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის / ინფორმაციის სამინისტროში შემოსვლამდე.

კომისიის გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, რომელიც აითვლება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღიდან. ამ ვადაში არ შედის ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების პერიოდი.

რეკომენდაციის მოქმედების ვადაა 12 თვე მისი ძალაში შესვლის დღიდან.

II ეტაპი

რეკომენდაციის მიღების შემდეგ, ნებართვის მაძიებელი მიმართავს  ნებართვის გამცემს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს:

ა)   განცხადება;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები;

გ) სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი;

დ) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დადებითი რეკომენდაცია;

ვ) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში;

ზ) სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია.

თ) ცნობა ნასამართლეობის არარსებობის შესახებ;

ი) ცნობა ,,იარაღის შესახებ“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების შესახებ;

კ) ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

ლ) ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

მ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (საბანკო ქვითარი).

სანებართვო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს გარიგების ღირებულების შესაბამისად:

ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;

ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არა უმეტეს 120 000 ლარისა.

გადახდა ხორციელდება ნებისმიერ ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახაზინო კოდი - 302 006 500.

ასევე, ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს:

ნ) ექსპორტის შემთხვევაში წარუდგენს:

ნ.ა) იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ პროდუქციის იმპორტის ნებართვას ან მის დამოწმებულ ასლს;

ნ.ბ) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებული ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;

მ) ტრანზიტის შემთხვევაში წარუდგენს:

მ.ა) გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის დამოწმებულ ასლს;

მ.ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ  ექსპორტის და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს;

მ.გ) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;

ტექნიკური დახმარების შემთხვევაში, წარუდგენს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;

საბროკერო მომსახურების შემთხვევაში, წარუდგენს იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს.

ნებართვა მოქმედებს მასში მითითებული ვადის განმავლობაში. თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

 

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image