ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლი

ორმაგი დანიშნულების პროდუქცია

საქართველოს მთავრობის

დადგენილება

N372             2014 წლის 9 ივნისი     ქ. თბილისი

 

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

 

მუხლი 1

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) დებულება (შემდგომში - დებულება) ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ (დანართი №1);

ბ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გასაცემი საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის (შემდგომში - სერტიფიკატი) ფორმები (დანართები: №2, №3);

გ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გასაცემი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №4);

დ) საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარსადგენი სერტიფიკატის ფორმები (დანართები: №5,№6, №7, №8, №9, №10).

მუხლი 2

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების გამოცემა.

მუხლი 3

ძალდაკარულად გამოცხდდეს ,,ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №451 დადგენილება.

მუხლი 4

1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

დანართი №1

დებულება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება ადგენს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში-კანონი) განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომში - პროდუქცია) კონტროლის ღონისძიებებს.

მუხლი 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტენიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში - კომისია) გადაწყვეტილების (შემდგომში - გადაწყვეტილება) მიღების პროცედურები (მათ შორის: ვადები, გაუქმების და შეჩერების საფუძვლები, წარსადგენი დოკუმენტაცია, აგრეთვე, კომისიასთან არსებული შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობა) განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტენიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 3. კომისიის გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

1. კომისიის გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმებია:

ა) საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესი;

ბ) ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

შენიშვნა:

დადებითი რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს სანქციების/ემბარგოს დაწესების შესახებ, ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

2. კომისიის გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმებია:

ა) საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე, ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დაცვა.

შენიშვნა:

დადებითი რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ პროდუქცია გამოყენებული (მათ შორის, შიდა უსაფრთხოების მიზნით) იქნება ქვეყნის შიგნით რეპრესიების (მათ შორის: წამება და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიკვდილით დასჯა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადამიანის გაუჩინარება, თვითნებური დაპატიმრება, საერთაშორისო აქტებით აღიარებული ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური ძირითადი უფლებების დარღვევა) მოსაწყობად ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის მიზნით.

პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გაეროს და ევროსაბჭოს ოფიციალურ დასკვნებს მიმღებ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე;

ბ) საბოლოო დანიშნულების ქვეყნის შიდა მდგომარეობა დაძაბულობის და შეიარაღებული კონფლიქტების მხრივ.

შენიშვნა:

დადებითი რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ პროდუქციამ საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს კონფლიტის პროვოცირება ან მათი გაგრძელება ან არსებული დაძაბულობის ან კონფლიქტის გაუარესება;

გ) რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

შენიშვნა:

დადებითი რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ მიმღები პროდუქციას გამოიყენებს აგრესიული მიზნით სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ან ძალის გამოყენებით დაიკმაყოფილებს ტერიტორიულ პრეტენზიას ან არსებობს რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედების წინაპირობა.

დ) მყიდველი ქვეყნის დამოკიდებულება ტერორიზმისადმი, მისი მოკავშირეები და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მდგომარეობა.

შენიშვნა:

შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მყიდველი ქვეყნის მიერ:

ა) ტერორიზმის ან საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მხარდაჭერა ან წახალისება;

ბ) ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებული ვალდებულების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა;

გ) ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე და იარაღზე კონტროლისა და განიარაღების სხვა საკითხებზე ვალდებულებების შესრულება, მათზე ხელმოწერის და რატიფიცირების ფაქტორი;

დ) ქვეყნის შიგნით ან სხვა ქვეყანაში პროდუქციის არასასურველ პირობებში, მიმღებთან ან არასასურველი საბოლოო გამოყენებისათვის გადაცემის რისკი.

შენიშვნა:

შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) მიმღები ქვეყნის თავდაცვითი და შიდა უსაფრთხოების კანონიერი ინტერესი, მათ შორის, გაეროსა და სხვა სამშვიდობო ღონისძიებებში ჩართულობა;

ბ) მიმღები ქვეყნის მიერ ამგვარი პროდუქციით სარგებლობის ტექნიკური შესაძლებლობა;

გ) მიმღები ქვეყნის მიერ ეფექტური საექსპორტო კონტროლის გამოყენების შესაძლებლობა;

დ) პროდუქციის არასასურველ ადგილზე რეესქსპორტის რისკი, კერძოდ, თუ როგორ იცავს მიმღები ქვეყანა რეექსპორტთან დაკავშირებულ ან მიმწოდებელთან შეთანხმებულ დებულებებს;

ე) პროდუქციის ტერორისტულ ორგანიზაციაზე ან ტერორისტზე გადაცემის რისკი;

ვ) პროდუქციის შესაბამისობა მიმღები ქვეყნის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან.

შენიშვნა:

შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მიმღები ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კანონიერ საჭიროებებს შეიარაღების, საკუთარი ადამიანური და ეკონომიკური რესურსების კუთხით.

მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს:

ა) სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი;

ბ) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა;

გ) კომისიის დადებითი რეკომენდაცია:

გ.ა) ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე - კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;

გ.ბ) სამხედრო პროდუქციაზე - კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის დროს;

დ) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში;

ე) სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს:

ა) ექსპორტის შემთხვევაში წარუდგენს:

ა.ა) სამხედრო პროდუქციის იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ პროდუქციის იმპორტის ნებართვას ან მის დამოწმებულ ასლს;

ა.ბ) სერტიფიკატს ან მის დამოწმებული ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;

ბ) ტრანზიტის შემთხვევაში წარუდგენს:

ბ.ა) გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის დამოწმებულ ასლს;

ბ.ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ:

ბ.ბ.ა) სამხედრო პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს;

ბ.ბ.ბ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს, თუ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ ნებართვებს;

ბ.გ) სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;

გ) ტექნიკური დახმარების შემთხვევაში, წარუდგენს სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;

დ) საბროკერო მომსახურების შემთხვევაში, წარუდგენს იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს.

 

მუხლი 5. ნებართვის გაცემის საფუძვლები

ნებართვის გაცემის საფუძვლებია:

ა) ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები;

ბ) ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის) ექსპორტის დროს.

 

მუხლი 6. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების და გაუქმების საფუძვლები

1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) კომისიის დადებითი რეკომენდაციის (შემდგომში - რეკომენდაცია) მოქმედების შეჩერება ან/და გაუქმება;

ბ) ნებართვის გაცემის საფუძვლების არქონა.

2. ნებართვის შეჩერების საფუძვლებია:

ა) ნებართვის მფლობელის განცხადება;

ბ) რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება.

3. ნებართვის გაუქმების საფუძვლებია:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 601 და 61-ე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები;

ბ) ნებართვის მფლობელის განცხადება;

გ) ვითარების შეცვლის გამო, ნებართვა ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; (17.03.2015 N 112)

დ) ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის გაუქმება.

 

მუხლი 7. ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან განთავისუფლება

ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში;

ბ) ნებართვის მაძიებელი, რომელიც ახდენს პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მისი მოთხოვნით;

გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის) იმპორტიორი.

 

მუხლი 8. სერტიფიკატის გაცემის წესი

1. სერტიფიკატი არის კანონით განსაზღვრული პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი, საბოლოო მომხმარებელი ქვეყნის და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი.

2. პროდუქციის საქართველოში იმპორტის დროს, სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილ პირებს საქართველოში წარმოადგენენ:

ა) პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება;

ბ) იმპორტიორი, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის დამოწმების წინაპირობას წარმოადგენს კომისიის დადებითი რეკომენდაცია.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილი არიან გასცენ ან/და დაამოწმონ ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა, თუ სერტიფიკატი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

6. საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა; ან

ბ) იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა (რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას), თუ იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ ასეთი ფორმის სერტიფიკატს ითვალისწინებს.

7. სერტიფიკატის დამოწმების დროს სერტიფიკატზე უნდა დაისვას სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და დამოწმების თარიღი.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის ასლი გადაეცემა კომისიას, თუ სამთავრობო დაწესებულება იმავდროულად არ არის იმპორტიორი.

9. სერტიფიკატის დამოწმება არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ დაპირებას ან ვალდებულების აღებას მესამე პირის წინაშე. სერტიფიკატის დამოწმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გაეცნო სერტიფიკატში არსებულ ჩანაწერებს.

 

მუხლი 9. უწყებათაშორისი კოორდინაცია

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება კომისიას და ნებართვის გამცემ ორგანოებს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

2. კომისია და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილნი არიან მიმართონ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს დახმარების აღმოჩენის თხოვნით, თუ: 

ა) არ შეუძლიათ თვითონ განახორციელონ მოქმედება სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო;

ბ) არ გააჩნიათ მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო;

გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, არის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში;

დ) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯები არსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს.

3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოს დახმარება კომისიას და ნებართვის გამცემ ორგანოებს, თუ:

ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს;

ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას.

4. თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს დახმარების აღმოჩენაზე, იგი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ კომისიას ან ნებართვის გამცემს, რომელმაც თხოვნით მიმართა მას.

5. ნებართვის გამცემები და ადმინისტაციული ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია, უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით.

 

მუხლი 10. კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

 1. კონტროლი გულისხმობს ნებართვის გამცემის მიერ, ამ დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე, სანებართვო პირობების შემოწმებას, როგორც ნებართვის მიღებამდე, ასევე, მისი გაცემის შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემის შემდგომი კონტროლი ხორციელდება ნებართვის გამცემის გადაწყვეტილების საფუძველზე - გეგმური და არაგეგმური შერჩევითი შემოწმების მეთოდით.

3. ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს:

ა) გონივრულ ვადაში წარუდგენს მის მიერ მოთხოვნილ, სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ან დოკუმენტაციას;

ბ) ნებართვის ვადის გასვლიდან სამი თვის ვადაში წარუდენს დასაბუთებულ ინფორმაციას ნებართვის პირობების შესრულების თაობაზე.

4. ნებართვის გამცემს უფლება არ აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომლიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებასთან.

5. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შერჩევითი შემოწმების თაობაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს შემოწმების დაწყებამდე.

6. ნებართვის გამცემი ვალდებულია შემოწმების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ წარმოებულ რეესტრში.

7. ნებართვის გამცემს ამ მუხლით განსაზღვრული გეგმური შერჩევითი შემოწმების განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. 14

 

მუხლი 11. კანონის განმარტება და გამოყენების საკითხები

1. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის გამოყენების თაობაზე“ წესი (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან კოროლაციის ცხრილი) მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. კანონის განმარტებისა და გამოყენების საკითხები განისაზღვრება ამ დადგენილებით.

 

მუხლი 12. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა

ნებართვის გაცემისას ან/და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული დოკუმენტები და გაიცვალოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.

 

 

 

 

 

დანარათი №2

 

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

სამხედრო პროდუქციის იმპორტი

 

 

  1. საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება

           ------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------

(დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

                               

  1. იმპორტიორი

--------------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------

(დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

  1. ექსპორტიორი

------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------

 (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

  1. სამხედრო პროდუქციის აღწერა/ რაოდენობა    

------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------

 

  1. სამხედრო პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზანი  

----------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------

 

  1. ამ სერტიფიკატით საბოლოო მომხმარებელი ადასტურებს, რომ მე-4 პუნქტში მითითებული პროდუქცია:
  • გამოყენებული იქნება მხოლოდ მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზნით;
  • არ იქნება გადაგზავნილი, გადაყიდული ან გადაცემული (რეექსპორტირებული) მესამე ქვეყანაში ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე.         

 

     

---------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                      თარიღი                                                                                                         საბოლოო მომხმარებლი სამთავრობო დაწესებულების           

                                                                                                                                                           უფლებამოსილი პირი

 

 

----------------------------                                                                                    -------------------------------------------------------------

 ოფიციალური ბეჭედი                                                                                                                            ხელმოწერა                                                                                                      

                                                                                                                                                       

 

 

 

  დანარათი №3

 

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი

 

 

  1. საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება

           ------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------

(დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

                               

  1. იმპორტიორი

--------------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------

(დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

  1. ექსპორტიორი

------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------

 (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

  1. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღწერა/ რაოდენობა    

------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------

 

  1. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზანი / მოხმარების ადგილმდებარეობის სპეციფიკაცია

----------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------

 

  1. ამ სერტიფიკატით საბოლოო მომხმარებელი ადასტურებს, რომ მე-4 პუნქტში მითითებული პროდუქცია გამოყენებული იქნება მხოლოდ  მე-5 პუნქტში განსაზღვრული მიზნით.

 

7.       ამ სერტიფიკატით საბოლოო მომხმარებელი ადასტურებს, რომ მე-4 პუნქტში მითითებული პროდუქცია არ იქნება გადაგზავნილი, გადაყიდული ან გადაცემული (რეექსპორტირებული) მესამე ქვეყანაში ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე.         

 

     

 

---------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                     თარიღი                                                                                                          საბოლოო მომხმარებლი სამთავრობო დაწესებულების           

                                                                                                                                                           უფლებამოსილი პირი

 

 

----------------------------                                                                                    -------------------------------------------------------------

 ოფიციალური ბეჭედი                                                                                                                               ხელმომწერა                                                                                                     

                                                                                                                                                        

 

 

                                                                                                                                                                        დანარათი №4

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

სამხედრო პროდუქციის იმპორტი

 

  1. საბოლოო მომხმარებელი

           ------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------

(დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

                               

  1. იმპორტიორი

--------------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------

(დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

  1. ექსპორტიორი

------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------

 (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

4.        სამხედრო პროდუქციის აღწერა/ რაოდენობა    

------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------

 

 

5.         სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგება/დოკუმენტი

            --------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------

თარიღი, ნომერი

 

6.        სამხედრო პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზანი / მოხმარების ადგილმდებარეობის სპეციფიკაცია

           --------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------

 

7.        ამ სერტიფიკატით საბოლოო მომხმარებელი ადასტურებს, რომ მე-4 პუნქტში მითითებული პროდუქცია: 

  • გამოყენებული იქნება მხოლოდ მე-6 პუნქტით განსაზღვრული მიზნით;
  • არ იქნება გადაგზავნილი, გადაყიდული ან გადაცემული (რეექსპორტირებული) მესამე ქვეყანაში ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე.   

 

     

---------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                    თარიღი                                                                                                       საბოლოო მომხმარებლის უფლებამოსილი პირი

 

 

---------------------------                                                                                       -------------------------------------------------------------

             ბეჭედი                                                                                                                                        ხელმოწერა

 

 

 

დამოწმებულია:

     

---------------------------                                                                                             -------------------------------------------------------------                            თარიღი                                                                                                                    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს                

                                                                                                                                                უფლებამოსილი თანამდებობის პირი

 

---------------------------                                                                                       -------------------------------------------------------------

             ბეჭედი                                                                                                                                        ხელმოწერა

 

                          

 დანართი №5

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

სამხედრო პროდუქციის (გარდა ტექნოლოგიისა) ექსპორტი

საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ექსპორტის ნებართვის გაცემა დამოკიდებულია საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის წარდგენაზე, ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ

 

ექსპორტიორი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ---------------------------------------------------

იმპორტიორი   (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)     -----------------------------------------------

საბოლოო მომხმარებელი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)     -----------------------------------

პროდუქციის აღწერა ------------------------------------------------------------------------------------------------------------

რაოდენობა         ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფასი (აშშ დოლარი) --------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

  • გამიზნულია მოხმარებისთვის/დარჩება             ---------------------------------------------------------------------------

                                                                                                                  (საბოლოო დანიშნულების ქვეყანა)

და გამოყენებული იქნება მხოლოდ    ------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                                                 (მიზანი)

ან

  • გამიზნულია წარმოებისთვის/შეკეთებისთვის            --------------------------------------------------------------------

                                                                                                                                (მიზანი)

რომელიც არის --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                (წარმოების/შეკეთების ქვეყანა)

და ეკუთვნის -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასახელება, მისამართი)

და საბოლოოდ დარჩება ----------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                 (წარმოების/შეკეთების ქვეყანა)

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ არ მოვახდენთ პროდუქციის მესამე ქვეყანაში გადაგზავნას, გადაყიდვას ან გადაცემას  (რე-ექსპორტს) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე. პროდუქციის გადაგზავნა, გადაყიდვა ან გადაცემა (რე-ექსპორტი) მხოლოდ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არ საჭიროებს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობას.

 

---------------------------                                                                                              -------------------------------------------------------------                       ადგილი/თარიღი                                                                                                         საბოლოო მომხმარებლის უფლებამოსილი              

                                                                                                                                                 პირის სახელი, გვარი და  თანამდებობა     

---------------------------                                                                                         -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                           ხელმოწერა 

 

  დამოწმებულია:

 

--------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                ადგილი/თარიღი                                                                                                               საბოლოო დანიშნულების  ქვეყნის

                                                                                                                                                          უფლებამოსილი პირის

                                                                                                                                                 სახელი, გვარი და თანამდებობა

----------------------------                                                                                    -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                            ხელმოწერა       

 

შენიშვნა:

სერტიფიკატი დამოწმებას არ ექვემდებარება, თუ სამხედრო პროდუქციის საქართველოდან ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში.                                                                                                                          

 

 დანართი №6

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ტექნოლოგიისა) ექსპორტი

საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად

 

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ექსპორტის ნებართვის გაცემა დამოკიდებულია საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის წარდგენაზე, ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ

 

ექსპორტიორი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ------------------------------------------------------

 

იმპორტიორი   (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)     ---------------------------------------------------

საბოლოო მომხმარებელი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)     --------------------------------------

პროდუქციის აღწერა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რაოდენობა / წონა  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფასი (აშშ დოლარი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

                             

 

გამიზნულია მოხმარებისთვის/დარჩება     --------------------------------------------------------------------------------------                                                

                                                                                                                  (საბოლოო დანიშნულების ქვეყანა)

 

საბოლოო გამოყენების ადგილმდებარეობის სპეციფიკაცია  ----------------------------------------------------------------

                                                                                                         (მისამართი საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში )

 

და გამოყენებული იქნება  მხოლოდ     ------------------------------------------------------------------------------------------                                     

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია:

  • არ იქნება გამოყენებული ბირთვული იარაღის ან ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის საწარმოებლად, ან ბირთვული საწვავის ციკლთან დაკავშირებული ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც არ იქნება დაქვემდებარებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიებს;
  • არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის და მათი გადატანის საშუალებების განვითარებისა ან წარმოებისათვის;
  • გამოყენებული იქნება მხოლოდ მშვიდობიანი მოხმარებისათვის. 

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ არ მოვახდენთ პროდუქციის მესამე ქვეყანაში გადაგზავნას, გადაყიდვას ან გადაცემას (რე-ექსპორტს) საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილი ორგანოების ნებართვის გარეშე.  პროდუქციის გადაგზავნა, გადაყიდვა ან გადაცემა (რე-ექსპორტი) მხოლოდ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არ საჭიროებს  ზემოაღნიშნულ ნებართვას.

 

 

---------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                 ადგილი/თარიღი                                                                                                    საბოლოო მომხმარებლის უფლებამოსილი              

                                                                                                                                           პირის სახელი, გვარი და  თანამდებობა     

 

---------------------------                                                                                         -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                           ხელმოწერა 

 

 

   დანართი №7

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

სამხედრო პროდუქციის (მხოლოდ ტექნოლოგიის)  ექსპორტი

საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ექსპორტის ნებართვის გაცემა დამოკიდებულია საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის წარდგენაზე, ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ

 

ექსპორტიორი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ----------------------------------------------------

 

საბოლოო მომხმარებელი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი)     ------------------------------------

 

ტექნოლოგიის აღწერა ------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რომელიც გამიზნულია განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან გამოყენებისთვის ---------------------------------------

                                                                                                                                                             (პროდუქციის აღწერა)

 

კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვით ჩვენ (მე) არ გადავცემთ ტექნოლოგიას, ასევე მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ გავხდით ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის.

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ პროდუქცია, რომელიც წარმოებული იქნება ზემოაღნიშნული  ტექნოლოგიის დახმარებით (მიღებული პროდუქცია) გამიზნულია საბოლოო გამოყენებისთვის  

------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საბოლოო დანიშნულების ქვეყანა)

და გამოყენებული იქნება მხოლოდ    ------------------------------------------------------------------------------------------

(მიზანი)

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ არ მოვახდენთ ტექნოლოგიის გადაგზავნას, გადაყიდვას ან გადაცემას (რე-ექსპორტს) ან ამ ტექნოლოგიით მიღებული პროდუქციის ექსპორტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის  გარეშე. ზემოაღნიშნული ტექნოლოგიისა და ამ ტექნოლოგიით მიღებული პროდუქციის გადაგზავნა, გადაყიდვა ან გადაცემა  (რე-ექსპორტი) მხოლოდ  ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არ საჭიროებს   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობას.

                                             

---------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                

     ადგილი/თარიღი                                                                                                    საბოლოო მომხმარებლის უფლებამოსილი              

                                                                                                                                           პირის სახელი, გვარი და  თანამდებობა     

---------------------------                                                                                         -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                           ხელმოწერა 

 

 დამოწმებულია:

 

--------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                   ადგილი/თარიღი                                                                                                               საბოლოო დანიშნულების  ქვეყნის

                                                                                                                                                          უფლებამოსილი პირის

                                                                                                                                                 სახელი, გვარი და თანამდებობა

---------------------------                                                                                    -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                            ხელმოწერა       

 

შენიშვნა:

სერტიფიკატი დამოწმებას არ ექვემდებარება, თუ სამხედრო პროდუქციის-ტექნოლოგიის საქართველოდან ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში.                                                  

 

დანართი №8

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (მხოლოდ ტექნოლოგიის) ექსპორტი

საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ექსპორტის ნებართვის გაცემა დამოკიდებულია საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის წარდგენაზე, ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ

 

ექსპორტიორი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ------------------------------------------------------

 

საბოლოო მომხმარებელი  (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ----------------------------------------

 

ტექნოლოგიის აღწერა -------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რომელიც გამიზნულია განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან გამოყენებისთვის --------------------------------------

                                                                                                                                                             (პროდუქციის აღწერა)

 

კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვით ჩვენ (მე) არ გადავცემთ ზემოაღნიშნულ ტექნოლოგიას, ასევე მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ გავხდით ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის.

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული ტექნოლოგია:

  • არ იქნება გამოყენებული ბირთვული იარაღის ან ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის საწარმოებლად, ან ბირთვული საწვავის ციკლთან დაკავშირებული ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც არ იქნება დაქვემდებარებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიებს;
  • არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის და მათი გადატანის საშუალებების განვითარებისა ან წარმოებისათვის;
  • გამოყენებული იქნება მხოლოდ მშვიდობიანი მოხმარებისათვის. 

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით წარმოებული პროდუქცია განსაზღვრულია საბოლოო მოხმარებისთვის    -----------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                           (საბოლოო დანიშნულების ქვეყანა)

და გამოყენებული იქნება მხოლოდ    -------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                            (მიზანი)

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ არ მოვახდენთ ტექნოლოგიის გადაგზავნას, გადაყიდვას ან გადაცემას (რე-ექსპორტს) და არც ამ ტექნოლოგიით მიღებული პროდუქციის ექსპორტს საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილი ორგანოების თანხმობის გარეშე.  მიღებული პროდუქციის გადაგზავნა, გადაყიდვა ან გადაცემა (რე-ექსპორტი) მხოლოდ  ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არ საჭიროებს  ზემოაღნიშნულ თანხმობას.

 

 

---------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                ადგილი/თარიღი                                                                                                    საბოლოო მომხმარებლის უფლებამოსილი              

                                                                                                                                           პირის სახელი, გვარი და  თანამდებობა     

 

---------------------------                                                                                         -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                           ხელმოწერა 

 

 

                       

    დანართი №9

 

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

ტექნიკური დახმარება (რომელიც უკავშირდება სამხედრო პროდუქციას)

საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ექსპორტის ნებართვის გაცემა დამოკიდებულია საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის წარდგენაზე, ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ

 

ექსპორტიორი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) -----------------------------------------------------

 

საბოლოო მომხმარებელი  (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ---------------------------------------

 

ტექნიკური დახმარების აღწერა / მიზანი ---------------------------------------------------------------------------------------

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკური დახმარების შედეგი განსაზღვრულია საბოლოო მოხმარებისთვის  ------------------------------ -----------------------------------------------------------------------------------

                                                                           (საბოლოო დანიშნულების ქვეყანა)

 

და გამოყენებული იქნება მხოლოდ    -------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                (მიზანი)

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ არ მოვახდენთ აღნიშნული ტექნიკური დახმარების და მისი შედეგის გადაგზავნას, გადაყიდვას ან გადაცემას (რე-ექსპორტს) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე.  ტექნიკური დახმარების და მისი შედეგის გადაგზავნა, გადაყიდვა ან გადაცემა (რე-ექსპორტი) მხოლოდ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არ საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობას.

 

 

---------------------------                                                                                     -------------------------------------------------------------                                 ადგილი/თარიღი                                                                                                    საბოლოო მომხმარებლის უფლებამოსილი              

                                                                                                                                           პირის სახელი, გვარი და  თანამდებობა     

 

---------------------------                                                                                         -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                           ხელმოწერა 

 

 

 

დანართი №10

 

საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

 

ტექნიკური დახმარება (რომელიც უკავშირდება ორმაგი დანიშნულების პროდუქციას)

საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ექსპორტის ნებართვის გაცემა დამოკიდებულია საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის წარდგენაზე, ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ

 

ექსპორტიორი (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ----------------------------------------------------

 

საბოლოო მომხმარებელი  (დასახელება, საინდეტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ---------------------------------------

 

ტექნიკური დახმარების აღწერა / მიზანი ---------------------------------------------------------------------------------------

 

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკური დახმარების შედეგი განსაზღვრულია საბოლოო მოხმარებისთვის ------------------------------------------------  ------------------------------------------------------------------

(საბოლოო დანიშნულების ქვეყანა)

 

და გამოყენებული იქნება მხოლოდ    -------------------------------------------------------------------------------------------

(მიზანი)

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ ტექნიკური დახმარება და შედეგი:

  • არ იქნება გამოყენებული ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, მართვასთან, ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, შენახვასთან, აღმოჩენასთან, იდენტიფიცირებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებით ან ასეთი იარაღის გადამტანი ჭურვის/რაკეტის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან ან შენახვასთან დაკავშირებით;
  • არ იქნება გამოყენებული სხვა სამხედრო მიზნებისათვის;
  • გამოყენებული იქნება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის.

 

ჩვენ (მე) ვადასტურებთ, რომ არ მოვახდენთ აღნიშნული ტექნიკური დახმარების და მისი შედეგის გადაგზავნას, გადაყიდვას ან გადაცემას (რე-ექსპორტს) საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილი ორგანოების თანხმობის გარეშე.  ტექნიკური დახმარების და მისი შედეგის გადაგზავნა, გადაყიდვა ან გადაცემა (რე-ექსპორტი) მხოლოდ  ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში არ საჭიროებს   საქართველოს ექსპორტის კონტროლის უფლებამოსილი ორგანოების თანხმობას.

 

  

---------------------------                                                                                                -------------------------------------------------------------                      ადგილი/თარიღი                                                                                                         საბოლოო მომხმარებლის უფლებამოსილი              

                                                                                                                                                 პირის სახელი, გვარი და  თანამდებობა     

 

---------------------------                                                                                         -------------------------------------------------------------

          ბეჭედი                                                                                                                                           ხელმოწერა 

 

 

 

პარტნიორები